და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს. იყო ერთი უძლეველი იმპერია და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს. იყო ერთი უძლეველი იმპერია

და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს. იყო ერთი უძლეველი იმპერი‪ა‬

    • 5.0 • 1 Rating

Publisher Description

მეფე დარიავახუშის (დარიოს I) ზეობის შუა პერიოდი. ორი ნათელი ახალგაზრდა სახე: მზისია, სვანთა მთავრის თავნება ასული და ქშაიარშა (ქსერქსე I), სპარსეთის ტახტის უშიშარი მემკვიდრე; წყალი და ცეცხლი, რა ძალამ უნდა შეჰყაროს ერთად ეს ორი ბუნებით დაპირისპირებული სტიქია? შვიდ წიგნად წარმოდგენილი ისტორიული რომანის: „და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს“ ძირითადი დილემაც სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტა გახლავთ. რომანის პირველი ნაწილი: „იყო ერთი უძლეველი იმპერია“ მზისიასა და ქშაიარშას ყმაწვილობასა და მათი ურთიერთობების დასაწყისზე მოგვითხრობს. მათი თავბრუდამხვევი სასიყვარულო თავგადასავლების ფონზე მკითხველი საკმაოდ დეტალურად გაეცნობა აქამენიდთა იმპერიის სამეფო კარს და ქშაიარშას უახლოეს სამეგობროს, რომელთა ნაწილიც მომავალში სახელოვანი სარდლები გახდებიან.
ამ წიგნში წარმოჩენილი მოვლენები და ხასიათები ძირითადად ანტიკური ხანის ბერძნულ-რომაულ წყაროებსა და არქეოლოგიურ მასალების თანამედროვე სამეცნიერო კვლევებს ეფუძნება . ასე რომ, როდესაც ამ რომანის ფურცლებზე მონა შეგხვდებათ, მდიდარი ვაჭარი ან მეფისწულის ძიძა, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ისინი რეალური პიროვნებები იყვნენ.

„რამდენადაც ვიცნობთ აქემენიდურ ირანთან დაკავშირებულ მხატვრულ ლიტერატურას, მსგავსი მოცულობის, სიღრმისა და სინამდვილესთან ასე მიახლოებული მხატვრული ნაწარმოები ჯერ არ შექმნილა...
ისეთი განცდა გვეუფლება, თითქოს, ცირა გელენავას, დასავლეთის ცნობიერებაში, აქემენიდურ ირანზე ზნეობისა და ისტორიული სიმართლის აღსადგენად, ერთი დიდი რევოლუცია მოეხდინოს.“

ნომადი ბართაია
აღმოსავლეთმცოდნე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი,
ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანისტიკის კათედრის გამგე,
მწერალი, ირანული ლიტერატურის მთარგმნელი

„გარდა მხატვრული ღირებულებისა, ცირა გელენავა-ვოლობუევას რომანი: „და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს“ მეცნიერული თვალსაზრისითაც იმდენად საინტერესოა, რომ მე მას აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის აუცილებელი კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის ნუსხაში შევიტანდი.“

მაია სახოკია
აღმოსავლეთმცოდნე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდურ-ირანული ენების განყოფილების ხელმძღვანელი, მკვლევარი, მწერალი, აქემენიდური წარწერების მთარგმნელი

GENRE
Fiction & Literature
RELEASED
2018
July 14
LANGUAGE
KA
Georgian
LENGTH
394
Pages
PUBLISHER
Tsira Gelen
SELLER
Draft2Digital, LLC
SIZE
670.5
KB

More Books by Tsira Gelen

And God Requireth That Which Is Past. The Invincible Empire And God Requireth That Which Is Past. The Invincible Empire
2018
The Illegals The Illegals
2018

Customers Also Bought

ლურჯი ტალღები, ანუ ქართველები ოკეანესთან ლურჯი ტალღები, ანუ ქართველები ოკეანესთან
2016
სიამოვნების ანთოლოგია სიამოვნების ანთოლოგია
2016
ქალაქური იგავები ქალაქური იგავები
2016
Georgian Alphabet for Tourists Georgian Alphabet for Tourists
2017
Pride and Prejudice Pride and Prejudice
1813